- ნეგატიური რელიგიის თავისუფლება
- ადამიანის თავისუფლება, უარყოს ყოველგვარი რელიგიური თუ მსოფლმხედველობრივი რწმენა, ან არაფერი თქვას ამის შესახებ და არავის გაანდოს თავისი რწმენა (მაგალითი: განზე დგომა ყოველგვარი რელიგიური თუ სხვაგვარი ღონისძიებებისაგან). საქართველოს კონსტიტუცია რელიგიის თავისუფლებას ნეგატიური კუთხითაც უზრუნველყოფს და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით აცხადებს, რომ ,,დაუშვებელია ადამიანის ... იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება” რწმენისა და აღმსარებლობის შესახებ.Source: თავისუფლება № 12 დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002 წ.
Georgian encyclopedia. 2013.